გამოცემები

სათაური: ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია

ავტორი: ჯუანშერ ვათეიშვილი

სარედაქციო კოლეგია: ზაზა აბაშიძე, თამაზ გამყრელიძე, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, დავით მუსხელიშვილი, ნანა ხაზარაძე.

გამოცემის თარიღი: 2017

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 635

ISBN: 978-9941-9515-0-3

აღწერა

ნაშრომში გადმოცემულია ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორიის ძირითადი ეპიზოდები 1629 წელს რომში პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოქვეყნებიდან XIX საუკუნის 20-იანი წლების დამდეგამდე. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის არქივსაცავებში ბოლო დროს გამოვლენილმა სათანადო ფაქტობრივმა მასალამ შესაძლებელი გახადა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის არამხოლოდ ახალი მონაცემებით შევსება, არამედ მისი დაზუსტებული სახით წარმოჩენა.