გამოცემები
გამოცემები
ალბომში წარმოდგენილია ქართული ანბანის განვითარების ხანგრძლივი, რთული გზა, დახასიათებულია დამწერლობის სამივე სახეობა და
მათი გარდასახვის გრაფიკული კანონზომიერებანი. გამოცემის წყალობით, ბავშვები შეისწავლიან ძველ ქართულ დამწერლობას – ასომთავრულსა
და ნუსხურს. ამით ისინი გაეცნობიან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. აღნიშნული ალბომის მიზანია, პატარებსა და
მოზარდებში აღძრას და გააღვივოს ინტერესი ძველი ქართული დამწერლობის, მისი წარმომავლობისა და განვითარების შესწავლისადმი.