გამოცემები
გამოცემები
სათაური: ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში
ავტორი: აპოლონ თაბუაშვილი
რედაქტორი: როლანდ თოფჩიშვილი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 334
ISBN: 978-9941-8-1314-6
ნაშრომში წარმოდგენილია ფეოდალური ეპოქის საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთი საკითხი _ სხვადასხვა პროდუქტის, ნივთების, საცხოვრებელი სახლების, დუქნების, აბანოებისა და სხვა ნაგებობების ფასები. გარდა კონკრეტული პროდუქტებისა და ნაგებობების ფასებისა, განხილულია მიწის, სოფლებისა და გლეხების ღირებულება. წინამდებარე გამოკვლევა ეხება ასევე `სისხლის ფასებს~, სახელმწიფო შემოსავლებსა და ფინანსებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ფეოდალურ საქართველოში სხვადასხვა პროდუქტის, ნივთებისა თუ შენობა-ნაგებობების ღირებულება რამდენიმე ქართველმა ისტორიკოსმა მიმოიხილა. ზოგიერთი პროდუქტისა და ნივთის ფასზე თავდაპირველად, ყურადღება გაამახვილა აკად. ივ. ჯავახიშვილმა ნაშრომში _ `საქართველოს ეკონომიური ისტორია~ (1907). აღნიშნულ საკითხს ეხება კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მისივე პირადი არქივის მასალაც.