გამოცემები

სათაური: უცხოეთში გადაწერილი ქართული ხელნაწერები საქართველოს სიძველეთსაცავებში (მეორე შევსებული გამოცემა)

შემდგენელი: ვლადიმერ კეკელია, ნათია მიროტაძე, თამარ ოთხმეზური, დალი ჩიტუნაშვილი

რედაქტორი: თამარ ოთხმეზური, მთარგმნელი – მანანა ოდიშელი, ინგლისური ტექსტის რედაქტორი – მაიკლ ვიკერსი

გამოცემის თარიღი: 2020

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა:

ISBN:

აღწერა

კატალოგში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც X-XVIII საუკუნეებში იქმნებოდა თუ ინახებოდა უცხოეთში, ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიის სამონასტრო ცენტრებში: ისტორიულ პალესტინაში, ბითვინიაში, ათონზე, კონსტანტინოპოლში, ანტიოქიის რეგიონსა და ბალკანეთში. დღეისათვის საქართველოს კოლექციებში 50-მდე ამგვარი ხელნაწერია დაცული. უცხოური წარმომავლობის ხელნაწერები, ძირითადად, ქართულად ნათარგმნი სასულიერო მწერლობის უმნიშვნელოვანესი თხზულებების შემცველი კრებულებია. გამორჩეული ადგილი უჭირავს მინიატურებით შემკულ უძვირფასეს ოთხთავებს – ანტიოქიის რეგიონში გადაწერილ ალავერდის სახარებას და კონსტანტინოპოლში თამარ მეფისათვის გადაწერილ ვანის სახარებას, ასევე, ცნობილი ქართველი მწიგნობრების, თეოფილე ხუცესმონაზონისა
და ეფრემ მცირის ავტოგრაფულ ნუსხებს. კატალოგში წარმოდგენილია უცხოეთში გადაწერილი ცალკეული ხელნაწერის ერთი ან ორი გვერდის
ფოტო, რომელსაც ახლავს ხელნაწერის მოკლე კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული აღწერილობა, ანდერძ-მინაწერები, რომლებშიც მოცემულია ცნობები გადაწერის ადგილისა თუ თავდაპირველი ადგილმდებარეობის შესახებ, ინფორმაცია გადამწერთა, შემმოსველთა და მომგებელთა შესახებ და სხვ. ნაშრომი
დაეხმარება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკვლევრებს, ბიზანტინისტებსათუ ორიენტალისტებს შუა საუკუნეების ხელნაწერებთან, ასევე, სამონასტრო-
სამწიგნობრო კერებთან დაკავშირებული საკითხების კვლევაში; გააცნობს მკითხველს შორეული წარსულის ქართველთა მწიგნობრულ საქმიანობას, ძველი
ხელნაწერების ისტორიებს. 48 ხელნაწერს, როელიც 2018 წლის გამოცემაშია წარმოდგენილი, ახალ შევსებულ გამოცემაში დაემატა ოთხი ხელნაწერი: ორი – პალესტინური, ერთი – ათონური და ერთი – ანტიოქიური წარმომავლობის.