გამოცემები

სათაური: საღმრთო ჟამისწირვის სახისმეტყველება

ავტორი: ნინო ქაჯაია

სამეცნიერო რედაქტორი: თამარ ცოფურაშვილი

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 914

ISBN: 978-9941-9636-3-6

აღწერა

ქრისტიანობა არ არის მხოლოდ ზნეობრივი სწავლა ან მსოფლმხედველობრივი სისტემა. იგი ,უპირველეს ყოვლისა ,არის ცხოვრება ღმერთში ,ცხოვრება სულიწმიდის მოქმედებების სფეროში. სულიწმიდა მოქმედებს მთელ სამყაროში , მაგრამ მისი მოქმედების განსაკუთრებული ადგილი წმინდა ეკლესიაა. ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოებებში სულიწმიდა მიენიჭება ადამიანს , რაც არის საწყისი მისი მომავალი განღმრთობისა. საეკლესიო საიდუმლოებებში წმინდა ლიტურგია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ის სულიწმიდის გარდამოსვლის და მისტიური ქმედების მთავარი ჟამია. ხშირად ეკლესიის მრევლისათვის ღვთისმსახურება გარეგნული ,რიტუალური ქმედებაა. ჩვენი გაგების მიღმა რჩება მთავარი _ წმინდა ლიტურგიის შინაარსობრივი ნაწილი. ლიტურგიას უპირველესი ადგილი უკავია ეკლესიის საღვთისმსახურო ცხოვრებაში. ის არის საწყისი და მიზანიც მისტიური ,ლოცვითი ურთიერთობისა შემოქმედთან. ეს ასეც უნდა იყოს ,რამეთუ ამ საიდუმლოებისას პურისა და ღვინის სახის ქვეშ მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ თავისი წმინდა სისხლი და ხორცი. წინამდებარე ნაშრომში მოყვანილია ეკლესიის წმინდა მამების განმარტებები წმინდა ლიტურგიის შესახებ. ძველი მამები შინაარსობრივად განმარტავენ ლიტურგიის შინაგან და გარეგნულ მხარეს. ეს განმარტებები მათი გონების ნაყოფი არ არის , ეს მათი მისტიურ ცხოვრებაში თანამონაწილეობის შედეგია. ისინი სულიწმიდის მოქმედების სფეროში მოღვაწეობდნენ ,იცოდნენ ამ სფეროს ის თვისებანი ,რომელიც დაფარულია მიწიერი მატერიალური თვალთახედვისათვის. შვიდ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა ამ წიგნზე მუშაობა. მიგვაჩნია ,რომ მისი გამოცემა აუცილებელ საქმეს წარმოადგენს ,რადგან სასულიერო პირებისთვის ,აკადემიისა და სემინარიის სტუდენტების ,მკვლევარებისა და მორწმუნე ერისათვის ძალზე საინტერესო იქნება წმინდა მამათა მემკვიდრეობის გაცნობა. მხოლოდ მათ სწავლებებზე დაფუძნებითაა შესაძლებელი ლიტურგიის არსის სწორი გაგება ,მისი მშვენიერების და მასში სულიწმიდის მოქმედების სისავსის დანახვა. ღვთისმსახურების გაგება აუცილებელია ჩვენი სულიერი და ეკლესიური ცხოვრებისათვის. ღვთისმსახურება ხომ იგივე ღვთისმეტყველებაა ,რამეთუ ღვთისმეტყველება დაფუძნებულია ეკლესიის მამათა სულიერ გამოცდილებაზე ,სულიერი გამოცდილება სრულყოფილად თანამონაწილეობის გარეშე. ქალბატონმა ნინო ქაჯაიამ დიდი შრომა გასწია ამ წიგნის მოსამზადებლად. გვჯერა , რომ ჩვენი საზოგადოება ყურადღებით გაეცნობა ამ წიგნს და მრავალ სარგებელს პოვებს თავისი სულიერი საჭიროებისათვის. პატივისცემით ,
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
კი მოიპოვება ღმერთში ცხოვრებით ,მოიპოვება ლოცვით. ამიტომაც ,ღვთისმეტყველება შეუძლებელია ლოცვის გარეშე ,შეუძლებელია წმინდა ლიტურგიაში სრულყოფილად თანამონაწილეობის გარეშე. წიგნი უნდა გამოცემულიყო მისი უწმინდესობის , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის აღნიშვნის დროისათვის , მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მისი გამოცემა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით , რომლის თანამშრომელიც გახლდათ ქალბატონი ნინო ქაჯაია. ქალბატონმა ნინომ დიდი შრომა გასწია ამ წიგნის მოსამზადებლად. გვჯერა ,რომ ჩვენი საზოგადოება ყურადღებით გაეცნობა ამ წიგნს და მრავალ სარგებელს პოვებს თავისი სულიერი საჭიროებისათვის.