გამოცემები

სათაური: სამედიცინო და ვეტერინატული ხელნაწერები

ავტორი:   ლიანა სამყურაშვილი, ირინა გოგონაია, თამარ აბულაძე, ლელა შათირიშვილი, ნათია ხიზანიშვილი ლუიზა გაბუნიას, მაია                               კერესელიძისა და კარენ მულკიჯანიანის მონაწილეობით

რედაქტორი: ლიანა სამყურაშვილი, თამარ აბულაძე

გამოცემის თარიღი: 2022

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 144

ISBN: 978-9941-9783-4-0

აღწერა

წინამდებარე მონოგრაფია-ალბომი შედგა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის _ „სამედიცინო დ ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში~ (გრანტი №HE17-54) _ ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნით ავტორებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსიპ _ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.
მონოგრაფია-ალბომში გამოქვეყნებული ფოტომასალისა და თითოეული მონაკვეთის რაიმე ფორმით (ელექტრონული, ბეჭდური) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელის წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
მონოგრაფია-ალბომში გამოყენებულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისისა და საქართველოს რეგიონების, ასევე, რუსეთისა და სომხეთის სიძველეთსაცავებში დაცული ხელნაწერების დიგიტალური ასლები.
პროექტი თანამშრომლობისათვის მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ არქივს, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, თელავის ისტორიულ მუზეუმს, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მატენადარანს (ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტი, ერევანი), რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტს (პეტერბურგი).