გამოცემები

სათაური: “ვახუშტი ბაგრატიონი”

სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია

ავტორი: ვალერიან გაბაშვილი

 სერიის რედაქტორი: ზაზა აბაშიძე 

მეოთხე წიგნის რედაქტორი: მანანა გაბაშვილი 

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 176

ISBN: 978-9941-95-39-2-7 (მეოთხე წიგნის)

აღწერა

ვალერიან გაბაშვილის პოპულარული ხასიათის ბიოგრაფიული ნარკვევი, ვახუშტი ბაგრატიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, 1969 წელს გამოიცა და დღეს უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ამიტომაც მისი მეორედ გამოცემა არაერთი, პირველ ყოვლისა, მასში დასმული უმნიშვნელოვანესი პრობლემების თვალსაზრისითაა საინტერესო და ყურადსაღები.

ვალერიან გაბაშვილი წარმოაჩენს ვახუშტის, როგორც მრავალმხრივი მოღვაწის- ისტორიკოსის, გეოგრაფოსის, კარტოგრაფის, ეთნოგრაფის, მთარგმნელის, ლექსიკოგრაფის ნაშრომების მნიშვნელობას, მათ აქტუალურობას, რამაც ისინი თანამედროვე მკვლევართა სამაგიდო წიგნებად აქცია.  მანვე აღადგინა ვახუსტის პოლიტიკური თუ სამეცნიერო ბიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი დეტალები. ნაჩვენებია ვახუშტის, როგორც პირველი ევროპული ყაიდის ქართველი მეცნიერის ღვაწლი, რომელმაც ზოგიერთ საკითხში ევროპულ ისტორიოგრაფიასაც კი გაუსწრო.

წინამდებარე ნაშრომი პოპულარული, ყველა ასაკის მკითხველისთვის გასაგები ენითაა დაწერილი და ნამდვილად საინტერესო იქნება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიითა თუ გეოგრაფიით ასევე ჩვენ ცნობილ წინაპართა ბიოგრაფიებით.