გამოცემები

სათაური: დიდი სვინაქსარი – გიორგი მთაწმინდელი

ავტორი:  ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს და სამეცნიერო აპარატი დაურთეს მანანა დოლაქიძემ და დალი ჩიტუნაშვილმა

რედაქტორი: მიხეილ ქავთარია, ლილი ხევსურიანი, ლალი ჯღამაია

გამოცემის თარიღი: 2017

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 633

ISBN: 978-9941-9563-5-5

აღწერა

ბატონ ილია აბულაძის თაოსნობით, 1958 წელს შექმნილ ხელნაწერთა ინსტიტუტში გამოსაცემად მომზადებული ყლა ტექსტი ბოლო გამოცდას აბარებდა მის მზრუნველ მზერას. ვრცელი მოცულობის ტექსტის მომზადების პროცესში ბატონი ილია, რიგითი მუშაკის მსგავსად, იჯდა ჩვენ გვერდით და ხშირად ორი ხელნაწერიდან გვკარნახობდა განსხვავებულ წაკითხვებს. მის მიერ შემოღებული ეს წესი დღესაც არ მოშლილა ჩვენ ჭერქვეშ. წინამდებარე გამოცემა ამისი ნათელი მაგალითია. მის გამოსაცემად მომზადებაზე დიდი ამაგი გასწიეს ადამიანებმა, რომელთათვის ეს სამუშაო წარმოადგენდა არა სამსახურეობრივ  მოვალეობას, არამედ მეგობრული ნებისა და დახმარებისთვის მზადყოფნის გამოვლინებას, რის გამოც დიდი მადლიერებით გვსურს მოვიხსენიოთ ქეთი ასათიანი, ენრიკო გაბიძაშვილი, მანანა კვაჭაძე, ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, დოდო ნინუა, ნათია ნაცვლიშვილი, მზია სურგულაძე, დავით შენგელია, ნანა ჩიკვატია. ელენე მეტრეველისა და ილია აბულაძის სულისკვეთებით შთაგონებულ ამ პატარა ოაზისში ჩვენ თვალწინ გვქონდა თავდადებული შრომის მაგალითი, რისი წყალობითაც ვსწავლობდით ნამდვილ თანამშრომლობას და საქმის სიყვარულს, რაც ჩვენთვის ეროვნული ღირსების დაცვას უდრიდა.