გამოცემები

სათაური: გიორგი მელიქიშვილი 100

წიგნის შემდგენლები : ირინე მელიქიშვილი , ლია მელიქიშვილი, ნინო მელიქიშვილი , სოფიო სარჯველაძე

რედაქტორები: ნინო მელიქიშვილი , სოფიო სარჯველაძე

გამოცემის თარიღი: 2019

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 351

ISBN:  978-9941-9636-9-8

აღწერა

წინამდებარე გამოცემაში წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის ,აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის მიერ სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილი და მის არქივში დაცული მასალა. აქ თავმოყრილია მემუარული ჩანაწერები _ ავტობიოგრაფია და მოგონებანი , გამოუქვეყნებელი ისტორიული ეტიუდები , მოსაზრებანი; მიმოწერა ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან , მისი საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე მისალოცი წერილი. მონაკვეთში _ `ისტორიული ეტიუდები, მოსაზრებანი~ _ მკითხველი გაეცნობა გიორგი მელიქიშვილის განზოგადებულ მსჯელობას ისტორიის საგნისა და მეთოდოლოგიის შესახებ, ასევე _ `ფორმაციათა თეორიაზე~, ადამიანის როლზე, როგორც ისტორიის შესწავლის ობიექტზე… წიგნში შეტანილ 1990 წლის ინტერვიუში, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საუბარია საბჭოთა სისტემის ჩამოშლის მიზეზებზე. ამ ტექსტიდან კარგად ჩანს გიორგი მელიქიშვილის, როგორც მეცნიერისა და ორგანიზატორის , პიროვნება.