გამოცემები

სათაური:  ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში

ავტორი: ნაშრომი წარმოადგენს გრიგოლ ფერაძის სადოქტორო დისერტაციას. თარგმანი გერმანულიდან ეკუთვნის თამარ ჭუმბურიძეს, ფრანგულიდან – ცისანა ბიბილეიშვილს.

რედაქტორი: პროფ. ანა ხარანაული

გამოცემის თარიღი: 2019

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 158

ISBN: 978-9941-9637-9-7

აღწერა

გამოცემა ეძღვნება წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილეს. ნაშრომი წარმოადგენს სადოქტორო დისერტაციას, რომელიც ცალკე თავებად დაიბეჭდა ევროპის სამეცნიერო ჟურნალებში 1926-1930 წლებში. ნაშრომები გერმანული და ფრანგული ენებიდან თარგმნეს თამარ ჭუმბურიძემ და ცისანა ბიბილეიშვილმა.
გამოცემის ახალ რედაქციაში მოცემულია გრიგოლ ფერაძის მოკლე ბიოგრაფია და იმ ნაშრომების მიმოხილვა, რომლებიც შეეხება ბერმონაზვნობის დასაწყისს საქართველოში, ათონის მთის ივირონის მონასტრის ქართველი ბერების ლიტერატურულ საქმიანობას და სხვა.
გრიგოლ ფერაძე 20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული თეოლოგი და ქართველოლოგი იყო. ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, მან დაარსა პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. გრიგოლ ფერაძე მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობდა და იკვლევდა საქართველოს ეკლესიასთან და სასულიერო მწერლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, იძიებდა და შეისწავლიდა ქართულ ხელნაწერებს, ბიბლიის ქართულ თარგმანებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ლიტურგიკის პრობლემებს.
მისი სადისერტაციო ნაშრომის მიზანი იყო ქართული წყაროების მიხედვით წარმოედგინა ბერმონაზვნობის ისტორია და ბერის ქართული ტიპი. ამისათვის მეცნიერმა განიხილა ბერმონაზვნობა და მის განვითარებაში სამ პერიოდი გამოყო: სირიული, პალესტინური და ათონური.