გამოცემები

სათაური: ა ხ ა ლ ი „ ქ არ თ ლ ი ს ც ხ ო ვ რ ე ბ ა “, ვახტანგისეული რედაქცია, ტომი II

შემდგენელი: გონელი არახამია

რედაქტორი: როინ მეტრეველი

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 291

ISBN: 978-9941-9636-6-7

აღწერა

წიგნში წარმოდგენილია ახალი „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქცია, რომელიც XVIII ს. დასაწყისში ვახტანგ VI-ის ინიციატივითა და მის მიერვე ჩამოყალიბებული სარედაქციო ჯგუფის – „მეცნიერ კაცთა“ კომისიის ძალისხმევით შეიქმნა. მეორე ტომი მოიცავს აღნიშნული რედაქციის ტექსტს, სადაც გადმოცემულია ამბები დემტრე I გამეფებიდან (1125 წ.) გიორგი V ბრწყინვალის გამეფებამდე (1318 წ.).