გამოცემები
გამოცემები
წიგნი აგრძელებს ახალი „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქციის პუბლიკაციას, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VIის
ინიციატივითა და მის მიერვე ჩამოყალიბებული „მეცნიერ კაცთა“ კომისიის ძალისხმევით შეიქმნა. წინამდებარე მესამე ტომი ეთმობა აღნიშნული
რედაქციის ბოლო ნაწილს, რომელშიც გადმოცემულია XIV-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორია, აგრეთვე, ამ ვახტანგისეული რედაქციის გადაკეთებულ ვერსიას, რომელიც გვიანდელი ხანის სხვა ავტორს ეკუთვნის.