IN MEMORIAM – მეცნიერი ქალები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღიდან ბევრი ცნობილი მეცნიერი ქალი მუშაობდა და მუშაობს. ისინი დიდი სიყვარულითა და რუდუნებით ამუშავებენ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებს თუ ცნობილ მოღვაწეთა არქივებს, გამოსცემენ ტექსტებს, რათა სამეცნიერო წრეებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა ეპოქის მხატვრული თუ ისტორიული ძეგლები. რესტავრაციის ლაბორატორიაში ზრუნავენ ხელნაწერების დაცვასა და რესტავრაციაზე. 4 სექტემბერს გაიმართა კონფერენცია, რომელზეც გაიხსენეს და შეაჯამეს ის ღვაწლი, რომელიც მიუძღვით ცენტრის მეცნიერ ქალებს ხელნაწერთა შესწავლისა და გამოცემის საქმეში.

განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც გამომსვლელებმა გაიხსენეს და შეაჯამებეს ის ღვაწლი, რომელიც მიუძღვით ცენტრის მეცნიერ ქალებს ხელნაწერთა შესწავლისა და გამოცემის საქმეში.

გამომსვლელები:

ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი თამარ ოთხმეზური,

ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი ცისანა აბულაძე,

ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი მიხეილ ქავთარია,

ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი ეთერ ქავთარაძე,

ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფ. მაია რაფავა,

ისტორიის მეცნ. დოქტორი მზია სურგულაძე

ისტორიის მეცნ. დოქტორი დარეჯან კლდიაშვილი

დასარულ გათვალისწინებულია მოგონებები