128. თამარ ოთხმეზური- “„კნინოდენითა გემოჲსხილვითა გიჩუენოთ გემოჲ მდინარისა დიდისა“. 13 დეკემბერი. 2019 წელი.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი.
მოხსენებას წაიკითხავს თამარ ოთხმეზური, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპაარტამენტის ხელმძღვანელი, თემაზე – „კნინოდენითა გემოჲსხილვითა გიჩუენოთ გემოჲ მდინარისა დიდისა“: ანტიოქიის რეგიონის ქართული მწიგნობრული პროცესების რეკონსტრუქციისათვის.
სემინარი ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ელენე მეტრეველის ხსოვნას.
მოხსენებაში განხილულია ანტიოქიური წარმომავლობის ხელნაწერები. წარმოჩენილია მათი სპეციფიკა, ის თავისებურებები, რომლებითაც გიორგისეული და ეფრემისეული ეპოქების ხელნაწერები სხვაობენ ერთმანეთისაგან როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმით – კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული თვალსაზრისით. გამოკვეთილია ის გარდატეხა, რომელიც მოხდა ქართულ ხელნაწერში ამ ეპოქათა მიჯნაზე და ნაჩვენებია, თუ რა სიახლე შეიტანა ელინოფილიზმმა ქართული ხელნაწერის განვითარებასა და ახალი ტიპის ქართველი მკითხველის ჩამოყალიბებაში.