ბენია ჩხიკვიშვილი

 

(1879-1924)

ბენია ჩხიკვიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, თუმცა ახალგაზრდობიდან იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რუსეთის იმპერიის დროს იყო ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორი.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, კი სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის აქტიური წევრი იყო.

1904-1905 წლებში მცირე ხნით პატიმრობაშიც იმყოფებოდა დემონტრაციების მოწყობისა და არალეგალური სტამბისათვის.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.

1919 წელს აირჩიეს თბილისის მოურავად (ქალაქის თავი).

1921 წელს იყო ბათუმის ოლქის საგანგებო კომისარი.

გასაბჭოების შემდეგ, ბენია ჩხიკვიშვილმა ემიგრაციაში განაგრძო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა.

1924 წელს, არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნების მიზანი, ცხადია აყანყების მომზადეობა იყო. ამავე წელს, როგორც აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, ბენია დააკავეს და დახვრიტეს.