გამოცემები

სათაური: „საქმენი იოვანე ზედაზადნელისანი“ და „მარტჳლობაჲ აბიბოს ნეკრესელისაჲ“

ავტორი: ზაზა ალექსიძე

რედაქტორები: ხათუნა გაფრინდაშვილი, დალი ჩიტუნაშვილი

გამოცემის თარიღი: 2019

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 291

ISBN: 978-9941-9677-2-6

აღწერა

სამეცნიერო წრეებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოჩენილი ქართულ ხელნაწერთა კოლექციის შესახებ. გამოქვეყნდა ამ კოლექციის ვრცელი კატალოგი ქართულად, ბერძნულად და ინგლისურად, ასევე რამდენიმე მანამდე უცნობი ტექსტი, პალიმფსესტი და მრავალი ნაშრომი. წმ. ეკატერინეს მონასტრის ახალ კოლექციაში დადასტურებულ მნიშვნელოვან ძეგლებს შორის გამოირჩევა ორი ხელნაწერი,

 N/შინ.გეო-48 და N/შინ.გეო-50. ამ ხელნაწერებში განთავსებულია `მოქცევა¡ ქართლისა¡ს~ ორი ყველაზე ძველი და მანამდე უცნობი რედაქცია, ასევე `ასურელ მამათა საქმენისა~ და `აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის~ უძველესი და სხვათაგან განსხვავებული რედაქციები. აღმოჩენიდან დაახლოებით 30 წლის მანძილზე მე შევძელი გამომექვეყნებინა

 N/შინ.გეო-50-ისK ფაქსიმილური გამოცემა (`მოქცევა¡ს~, `ასურელ მამათა საქმენისა~ და `აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის~ ტექსტებით) ვრცელი კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური გამოკვლევით, `მოქცევა¡ ქართლისა¡ს~ ორი ტექსტი და მრავალი გამოკვლევა ამ ორივე მნიშვნელოვან წყაროსთან დაკავშირებით ქართულ და უცხოურ ენებზე. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მომიხერხდა ტექსტოლოგთათვის ასეთი ძვირფასი ტექსტის სრულად გამოქვეყნება, რის გამოსწორებასაც წინამდებარე ნაშრომში შევეცდები. არ ვარგა თავის მართლება, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ წმ. ეკატერინეს მონასტერში ჩემ მიერ გამოვლენილი კავკასიის ალბანეთის პალიმფესტური ტექსტის ამოკითხვამ, იდენტიფიკაციამ და გაშიფრვამ ყველაზე ნაყოფიერი დრო წაიღო. ეს წიგნი დიდი ხანია იწერება, დაახლოებით 1994 წლიდან, რა დროიდანაც ხელნაწერის ფოტოები მოვიპოვე, მაგრამ ხანგრძლივი წყვე ტილებით. ამ ხანებში ასურელი მამების შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი ნაშრომი დაიბეჭდა სხვა ავტორების მიერაც. ვცდილობდი, ჩემს დიდი ხნის წინ დაწყებულ ნაშრომს დროდადრო დავბრუნებოდი და გამოთქმული მოსაზრებები, რამდენადაც შემეძლო, გამეთვალისწინებინა.