ამბავი ქიმიის ქმნისა
ამბავი ქიმიის ქმნისა
20 იანვრს, 13:00 საათზე, გაიხსნა ქართული ქიმიისა და ფიზიკის ხელნაწერების გამოფენა,ექსპერიმენტორიუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში, გამოიფინა ვახტანგ VI-ის ქიმიის, დავით ბატონიშვილისა და ანტონ I-ის ფიზიკისა და სხვათა ხელნაწერების ფოტომასალები და მულაჟები. სპეციალურად ამ გამოფენისათვის დამზადდა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ გადაწერილი ორიგინალი ხელნაწერის ასლი, რაც მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხელნაწერი წიგნების ასლების დამზადება გასული სუკუნის შემდეგ არ მომხდარა და ეს გზა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კვლავ გააგრძელა. ახალგაზრდა კალიგრაფისა და ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლების დახმარებით საზოგადოებას ექსპერიმენტორიუმის სივრცეში ვახტანგ VI -ის „ქიმიის წიგნის“ მულაჟის ხილვა 15 თებერვლამდე შეეძლება. გამოფენის მიზანია საქართველოში მეცნიერული ხელნაწერების ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და გათვლილია ზრდასრულებისთვისა და მე-5 კლასიდან სასკოლო ჯგუფებისთვის.