გამოცემები
გამოცემები
სათაური: ძველი ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების კლსიფიკაცია და ბიბლიოგრაფია
ავტორი: ენრიკო გაბიძაშვილი
რედაქტორები: ზაზა აბაშიძე, ნინო მელიქიშვილი, თემო ჯოჯუა
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 1045
ISBN: 978-9941-9636-4-3
წარმოდგენილი ნაშრომი “ძველ ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების კლასიფიკაცია და ბიბლიოგრაფია” არის მცდელობა, წარმოვადგინოთ თითოეული ხელნაწერის ძირითად ტექსტზე დართული ის ანდერძები და მინაწერები, რომლებსაც დაუცავთ ცნობები ამ ხელნაწერის ისტორიისა და თავგადასავლების შესახებ, აგრეთვე ცნობები იმ ისტორიული მოვლენებისა თუ კერძო პირთა ცხოვრებაში მომხდარი ამბების შესახებ, რაც ხდებოდა მთხრობელის ირგვლივ, ან მან იცოდა ძველი წყაროებით ეს მთხრობელი ანუ ანდერძის ან მინაწერის ავტორი შეიძლება ყოფილიყო : მთარგმნელი ხელნაწერების ძირითად ტექსტში წარმოდგენილი თხხზულებისა, გადამწერი ხელნაწერისა; მან თავისი ხარჯით გადააწერინა ხელნაწერი სხვადასხვა მიზნით, რომ შეეწირა ეკლესიისთვის, პირადი ბიბლიოთეკისთვის გაესაჩუქრებინა და სხვ.