ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
4 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება, სადაც კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა წლებია გრძელდება და მემორანდუმის მეშვეობით კიდევ უფრო გაღრმავდება არსებული კავშირები.
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულის ხელნაწერთა ეროვნული ცენტის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა, დავით ნადარეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, რეზო კდლიაშვილმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-სა საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნესტან ბაგაურმა.
გარდა ამისა გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც ერეკლე მეფის „ერეკლე II ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყოს ერეკლე II-ის კანცელარიის მიერ გაცემული უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი საბუთები, იშვიათი ხელოვნებით გამშვენებული სიგელები, მეფის იარაღისა და სკივრში დაცული გამორჩეულად საყვარელი ნივთების ჩამონათვალი, წერილები ცნობილ ქართულ საგვარეულოებთან, აღმოსავლეთისა და ევროპის მონარქებთან და სხვ.