გამოცემები
გამოცემები
სათაური: მცხეთის სახლი
ავტორი: მზია სურგულაძე
რედაქტორი: ზაზა აბაშიძე
გამოცემის თარიღი: 2016
გამომცემელი: „უნივერსალი“
გვერდების რაოდენობა: 252 გვერდი
ISBN: 978-9941-22-768-4
წიგნის ელექტრონული ვერსია: ელ-ვერსიაქართ(Geo)
ნაშრომი ეძღვნება მცხეთის საკათალიკოსო ეპარქიას – „მცხეთის სახლს“, როგორც მას უწოდებდნენ შუასაუკუნეების საქართველოში. მცხეთის სახლი წარმართავდა არა მხოლოდ ეპარქიის საქმიანობას, არამედ განსაზღვრავდა საეკლესიო პოლიტიკას, უდიდეს მონაწილეობას იღებდა ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური და კულტურულ-სარწმუნოებრივი ამოცანების გადაჭრაში. ნაშრომში წარმოდგენილია საკათალიკოსო ეპარქიის ისტორიულად განვლილი გზის უმნიშვნელოვანესი ეტაპები მისი დაარსებიდან ვიდრე მის გაუქმებამდე XIX საუკუნის 10-იან წლებში.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის და მკითხველთა ფართო წრისთვის.