ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ბერძნული და ქართული ხელნაწერები გაციფრულდა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ბერძნული და ქართული ხელნაწერები გაციფრულდა
დასრულდა დიგიტალიზაციის პროექტი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ახალი აღთქმის ხელნაწერების შესწავლის ცენტრთან (ა.შ.შ.) ერთად განახორციელა. პროექტი მოიცავდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ბერძნული და ქართული ხელნაწერების (Gr 15, Gr 26, Gr 27, Gr 28, H 2123) ციფრული ასლების გადაღებას და მათ განთავსებას ახალი აღთქმის ხელნაწერების შესწავლის ცენტრის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მიიღო მაღალი ხარისხის ციფრული ასლები და პალიმფსესტური გვერდების მულტისპექტრული გამოსახულებები.
აღნიშნული ხელნაწერების ციფრული ასლების ნახვა შესაძლებელია ახალი აღთქმის ხელნაწერების შესწავლის ცენტრის ელეტრონული ბიბლიოთეკის გვერდზე და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, სასარგებლო ბმულებში:
http://www.csntm.org/manuscript/View/GA_038_digital
http://www.csntm.org/manuscript/View/GA_0211
http://www.csntm.org/manuscript/View/GA_0240
http://www.csntm.org/manuscript/View/GA_Lect_1980
http://www.csntm.org/manuscript/View/GA_Lect_2465