ცხადდება სტაჟირება
ცხადდება სტაჟირება
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
- დიგიტალიზაციის ლაბორატორია
- საგამომცემლო სამსახური
- რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია
- ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილება
- საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება
- კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება
- არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილება
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური
დიგიტალიზაციის ლაბორატორია – (ვაკანსიების რაოდენობა – 4)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი
პროფესიული უნარ-ჩვევები:
კომპიუტერის საოფისე პროგრამები და Photoshop-ის საწყის დონეზე ცოდნა
საგამომცემლო სამსახური
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი (ფილოლოგი/ისტორიკოსი) – (ვაკანსიების რაოდენობა – 2)
- Indesign და Photoshop პროგრამების ცოდნა დიზაინერ-დამკაბადონებლის პოზიციაზე – (ვაკანსიების რაოდენობა – 1)
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე
- პუნქტუალური
- დეტალებზე ორიენტირებული
- მოტივირებული
რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია (ვაკანსიების რაოდენობა – 3)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური
- შრომისმოყვარე
ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილება ( ვაკანსიების რაოდენობა – 6)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან რომელიმე)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- კარგი კალიგრაფია
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე
- პუნქტუალური
- დეტალებზე ორიენტირებული
- მოტივირებული
საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 3)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჰუმანიტარული მიმართულების (ისტორია, ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, უცხო ენები, განათლების მეცნიერებები და სხვ.) სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
- კომპიუტერული საოფისე და საპრეზენტაციო პროგრამების ცოდნა
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე
- პუნქტუალური
- დეტალებზე ორიენტირებული
- მოტივირებული
კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 1)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფილოლოგიური მიმართულების სტუდენტი ან კუსდამთავრებული
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ან გერმანული ენების ცოდნა (სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ) შრომისმოყვარე
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე
- პუნქტუალური
- დეტალებზე ორიენტირებული
- მოტივირებული
არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 2)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჰუმანიტარული მიმართულების (ისტორია, ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, უცხო ენები, განათლების მეცნიერებები და სხვ.) სტუდენტი ან კურსდამთავრებულ
- სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე
- პუნქტუალური
- დეტალებზე ორიენტირებული
- მოტივირებული
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური (ვაკანსიების რაოდენობა – 3)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: word, power point, Photoshop (სასურველია).
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- სოციალურ ქსელებთან (Facebook, Instagram, YouTube) მუშაობის გამოცდილება
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალური
- დეტალებზე ორიენტირებული
- მოტივირებული
- შრომისმოყვარე
სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.
სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერთიფიკატი.
სტაჟირების კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე განცხადების ფორმა
- ავტობიოგრაფია CV;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
- ორი ფოტოსურათი (3×4).
- სამოტივაციო წერილი
სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და CV-ს საფუძველზე;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.
საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში . არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.
საბუთების მიღება დაიწყება 10 ოქტომბერს და დასრულდება 18 ოქტომბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)
577 977 192- გვანცა ბოჭორიშვილი სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი
საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება