გრიგოლ ფერაძე 120
Posted at h
in სიახლეები
გრიგოლ ფერაძე 120
მოგეხსსენებათ, რომ 25 სექტემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ორდღიანი გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილეს. 26 სექტემბერს, აღნიშნულ გამოფენაზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ თბილისის №18 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ ჩაუტარდათ მოკლე ლექცია ცენტრისა და გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების შესახებ. გარდა ამისა მოსწავლეებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილების ხელმძღვანელი ეკა გოგიჩაიშვილი ესაუბრა თემაზე „მღვდელი, რომლის მრევლია ევროპა“. ღონისძიება განხორციელდა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. #მეცნიერებაწარმატებისთვის #ScienceforSuccess