19 ივლისს, 10:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნა და უცხოელ მეცნიერებთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები და ლექტორები. . კონფერენცია პროექტის „ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა“ ფარგლებში ტარდება. პროექტი უკვე 6 წელია ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. წელს პირველად კი სკოლის მსვლელობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენციით დაიხურება. კონფერეცნია 2 დღე გასტანს, უცხოელი და ქართველი მეცნიერების მოხსენებების მოსმენა ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მუდმივად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენისათვის. ამის ნათელი მაგალითია პროექტი „ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა“.