საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა
Posted at h
in სიახლეები
საერთაშორისო ქართველოლოგიური პროექტის ფარგლებში, 19 ივლისს, 10:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი “, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები და ლექტორები. კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში დაგროვებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას.
კონფერეცნია 2 დღე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.