ცხადდება კონკურსი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ცხადდება კონკურსი სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერ-კვლევითი და გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თანამდებობის დასაკავებლად

გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად განსაზღვრულია ორი ეტაპი

  • განცხადებების გადარჩევა
  • გასაუბრება

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით 11:30 საათიდან 17:00 საათამდე ცენტრის საქმისწარმოების სამსახურში მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1/3.

გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 25 ივლისს.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019 წლის 31 ივლისისა

  • თანამდებობის დასახელება:  

არქივმცოდნეობისა და ელექტონული არქივის  განყოფილების  უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:                                                                                     სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:                                                                  1100 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                                   1

სამსახურის ადგილმდებარეობა:                                                     თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                                                                   სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:     

განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

 საარქივო მასალის არქეოგრაფიული დამუშავება  და აღწერილობის გამოსაცემად მომზადება;                                              

 მოთხოვნები:

აკადემიური ხარისხი                                                                           დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება                                                                       სამეცნიერო   საქმიანობის მინიმუმ 10  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • არქივის დამუშავების სტანდარტის ცოდნა
  • საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის-შესწავლა/პუბლიკაციის მინიმუმ 5  წლიანი გამოცდილება

სასურველია:

  • ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა

  • თანამდებობის დასახელება:

აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების  უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:                                                                                     სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:                                                                  1100 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                                   1

სამსახურის ადგილმდებარეობა:                                                     თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                                                                   სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:           

სამეცნიერო განყოფილების საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, კერძოდ:

სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა

წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის (აგრეთვე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის) სათანადო ფორმით წარდგენა

საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების დაგეგმვისა და ჩატარების კოორდინაცია

საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია

გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა და რიგითობის განსაზღვრა.

მოთხოვნები:

აკადემიური  ხარისხი                                                                          დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება                                                                       სამეცნიერო საქმიანობის  მინიმუმ  10  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:                                                          

აუცილებელია:                                                                                                                         

სამეცნიერო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.   

სასურველია:                                                                

ძველი ქართულის, ძვ.სომხური/აღმოსავლური და ძველი ბერძნული ენების ცოდნა

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

ენები:              

ერთ-ერთი უცხო ენა

  • თანამდებობის დასახელება:

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების  უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:                                                                                     სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:                                                                    1100 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                                     1

სამსახურის ადგილმდებარეობა:                                                      თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                                                                    სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

ძვ. ქართულ ხელნაწერებზე მუშაობა. ფილოლოგიური ძიებანი ძვ.ქართული მწერლობის სხვადასხვა სფეროში; ძვ. ქართული ტექსტების  კრიტიკული  გამოცემების მომზადება. ტექსტების ენობრივ-სტილური მახასიათებლების შესწავლა; ბერძნულ-ქართული ლიტერატურულ ურთიერთობათა შესწავლა; ტექსტებისთვის ლექსიკონისა და დოკუმენტური საძიებლების შედგენა.

მოთხოვნები:

აკადემიური ხარისხი                                                                           დოტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება                                                                       სამეცნიერო საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

ძვ. ქართული და ძვ. ბერძნული  ენების ცოდნა;

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელმძღვანელობა;

სასურველია: 

ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

ენები:

 ერთ-ერთი უცხო ენა

  • თანამდებობის დასახელება:

სამეცნირო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის  განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:                                                                                     სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:                                                                  1100 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                                   1

სამსახურის ადგილმდებარეობა:                                                     თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                                                                   სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:                                                                            

განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

ხელნაწერთმცოდნეობის, ჰაგიოგრაფიის, ჰომილეტიკის დარგში სამცნიერო-ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის და საენციკლოპედიო მასალის შექმნა და გამოქვეყნება.

მოთხოვნები:

აკადემიური  ხარისხი                                                                          დოქტორი/დოქტორთან  გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება                                                                       სამეცნიერო საქმიანობის მინიმუმ  10  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:                                                              

აუცილებელია:

ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების კვლევისა და გამოსაცემად მომზადების გამოცდილება.

სასურველია:                                                                                    

ადმინსტრაციული ხელმძღვანელობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა

  • თანამდებობის დასახელება:

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი-  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:                                                                                     სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:                                                                  1100 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                                   1

სამსახურის ადგილმდებარეობა:                                                     თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                                                                   სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა: 

განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

სამეცნიერო განყოფილების კვლევითი მიმართულებების და ისტორიული საბუთების კატალოგიზაციის (მათ შორის ელექტრონული) პრინციპების განსაზღვრა ;

ისტორიული საბუთებისა და ანდერძ-მინაწერების კორპუსული გამოცემების პრინციპების შემუშავება.

ცენტრში დაცული  უცხოენოვანი საისტორიო წყაროების წყაროთმცოდნეობითი ღირებულების შეფასება და საპუბლიკაციოდ შერჩევა.

მოთხოვნები:

აკადემიური  ხარისხი                                                                          დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება:

სამეცნიერო მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის   კოლექციების ცოდნა;

ისტორიული ტექსტების პუბლიკაციისათვის შემუშავებული  მეცნიერული სტანდარტების ცოდნა.

სასურველია:

ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

ისტორიული ინფორმატიკის  საკითხების ცოდნა;

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

Microsoft Office Access

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა

  • თანამდებობის დასახელება:

ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის  დეპარტამენტის უფროსი –  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:                                                                                     სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:                                                                  1250 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                                   1

სამსახურის ადგილმდებარეობა:                                                     თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                                                                   სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:   

დეპარტამენტის სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  დეპარტამენტისთვის წლიური გეგმების შედგენა, შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი წიგნების, საისტორიო დოკუმენტების, პირადი არქივების, ასევე,

დეპარტამენტის სტრუქტურაში შექმნილი სხვა ფონდების მართვა, დაცვა, აღრიცხვა, გამოყენების პირობების

უზრუნველყოფა დადგენილი წესების მიხედვით; ხელნაწერთა და იშვიათ გამოცემათა რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესის  მართვა და კონტროლი

 

მოთხოვნები:

აკადემიური ხარისხი                                                                           დოქტორი/დოქტორთან  გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება                                                                       სამეცნიერო საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

საფონდო საქმის წარმოების  გამოცდილება;

ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, საარქივო მასალის სპეციფიკის ცოდნა

სასურველია:

სხვადასხვაენოვან ხელნაწერებსა და დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება

ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word, Excel, Access

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა

  • თანამდებობის დასახელება:

ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:                                                                                     სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:                                                                  1100 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                                   1

სამსახურის ადგილმდებარეობა:                                                     თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                                                                   სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:                                                                            

განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

 ქართული და ქრისტიანული აღმოსავლეთის წიგნის ხელოვნების კვლევა;  ხელნაწერთა მხატვრული გაფორმების შესწავლა, მონაცემთა ბაზის შედგენა, მინიატიურათა იკონოგრაფიული, სტილისტურ-მხატვრული ანალიზი; ქართული და ისლამური წიგნის მხატვრობის ურთიერთმიმართების საკითხები;

მოთხოვნები:

აკადემიური  ხარისხი                                                                          ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი/დოქტორთან  გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება                                                                       სამეცნიერო საქმიანობის მინიმუმ  10  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:                                                              

აუცილებელია:

უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან   ურთიერთობის გამოცდილება;  ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა, პუბლიკაციები.

სასურველია:                                                                                                                                                                                                   პუბლიკაციები ხელნაწერთა მხატვრული   გაფორმების შესახებ.

ადმინსტრაციული ხელმძღვანელობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა