გამოცემები

სათაური:  ივანე ჯავახიშვილის  კვალდაკვალ. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა                                        ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული  წიგნების სერია VI

ავტორი: ოთარ ჯანელიძე

რედაქტორი: ზაზა აბაშიძე

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 99

ISBN: 978-9941-9563-2-4

ISSN: 2587-4616

აღწერა

ივანე ჯავახიშვილი განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ როგორც დიდი ისტორიკოსი _ თანამედროვე ქართული მეცნიერული ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი, არამედ, როგორც დიდი მოღვაწე და მამულიშვილი. „ქართველი ერის ისტორიის“ ავტორი, თავად არის ამ ერის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ფურცელი. მისი მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი არის თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს და რომელსაც 2018 წელს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. უნივერსიტეტის მესაძირკვლე ისტორიკოსი მთელი ეპოქის შემქმნელი იყო ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცხადია, ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველები, უნდა იცნობდნენ ამ დიდი ადამიანის ცხოვრების და მოღვაწეობის სხვადასხვა მხარეს. ოთარ ჯანელიძის წიგნი პოპულარული ენით მოგვითხრობს ივანე ჯავახიშვილზე, როგორც სწორუპოვარ ლექტორზე, გვამცნობს მისი ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს და ამით კიდევ ერთხელ წარმოაჩენს დიდი მეცნიერის ღვაწლს.