ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

19 ივნისს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “საქართველო -ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი” II ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს ხელი შეუწყოს ერთობლივ კვლევით და საგანმანათლებლო აქტივობებს, მიიწვიოს ფაკულტეტის წევრები და მკვლევრები მოკლე ვადით ლექციების, კონფერენციების, სამინარებისა და სიმპოზიუმების ჩასატარებლად, აგრეთვე სხვა აკადემიური აქტივობების განსახორციელებლად, გაცვალოს ინფორმაცია და შესაბამისი გამოცემები ორივე მხარისთვის საინტერესო დარგებში. ინტერკულტურულ, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომლობის ორმხრივი სურვილის შესაბამისად მემორანდუმს ხელი მოაწერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელია ჰორნიმ.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2434792529910464