26 მაისი – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
26 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტრადიციულად ჩაერთო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პავილიონი დაათვალიერა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და მისმა მოადგილემ ჯაბა სამუშიამ. ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა მთელი რიგი აქტივობები:
ლექცია-საუბარი: როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში? ვორქშოფი: ქაღალდის დამზადება შუა საუკუნეების ტექნოლოგიით;
ვორქშოფი: ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით – ფურცლებზე კალიგრაფიული ტექსტის შექმნა შაბლონის მიხედვით
ვორქშოფი: ქაღალდის დაძველება. ქაღალდისა და ძაფის ღებვა ძველი ტრადიციული ქართული ტექნოლოგიითა და მცენარეული საღებავების გამოყენები და სხვა.ა
აღსანიშნავია, რომ ყველა ვორქშოფში ერთნაირად აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პატარები ასევე დიდები. აქტივობებეში მონაწილეებს საჩუქრები გადაეცათ სხვადასხვა სუვენირის სახით.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2392851194104598&__tn__=-UC-R