შალვა (1894-1976) და გაიოზ (1920-1989) მაღლაკელიძეები
შალვა (1894-1976) და გაიოზ (1920-1989) მაღლაკელიძეები
შალვა მაღლაკელიძე: სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა საგანგებო რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებისათვის სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე, ახალქალაქი). დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იყო აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორი. 1934 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრატულ ორგანიზაციებს: “ორნატი”, “თეთრი გიორგი” და “ქართლოსი”. 1938-1945 ცხოვრობდა გერმანიაში; 1948-1950 მოღვაწეობდა იტალიაში. 1952 ცხოვრობდა დას. ბერლინში. 1954 ჩამოაყალიბა “ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში”. 1954 იგი მოიტაცა საბჭოთა უშიშროებამ, ჩამოიყვანა თბილისში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
გაიოზ მაღლაკელიძე: შალვა მაღლაკელიძის შვილი. დაამთავრა ქ. რიგის გიმნაზია. 1938 წლიდან ცხოვრობდა გერმანიში. რედაქტორობდა ემიგრანტულ გაზეთ “საქართველოს”. მისი ინიციატივით გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს სახელით ჩატარდა მრავალი ღონისძიება. აქტიურად მოღვაწეობდა ანტიბოლშევიკურ ორგანიზაციებში.
შალვა და გაიოზ მაღლაკელიძეების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირეს ჰანა მაღლაკელიძემ, ჰილდე ჰერპისმა და კარლო ინასარიძემ 1990 წლის 27 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 661).
შალვა და გაიოზ მაღლაკელიძეების ფონდი 600 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) მიმოწერა;
3) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი