ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973)
ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973)
მხატვარი. დაამთავრა თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში (1911-1914), მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღრობის სკოლაში (1915-1917). 1923-1926 სწავლობდა პარიზში კოლოროსის კერძო სახელოსნოში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1926-1937 მუშაობდა “მეტეხის” მუზეუმში. 1937 შემოქმედებით საქმიანობას იწყებს. იგი მონაწილეობდა საქართველის მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ ყველა გამოფენაში.
ქეთევან მაღალაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1983 წლის 21 დეკემბერს (შემოსულობათა წიგნი # 581).
ქეთევან მაღალაშვილის ფონდი 1239 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) გრიგოლ წერეთლის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
5) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი