სერგი გორგაძე (1876-1929)
სერგი გორგაძე (1876-1929)
ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი (1890), თბილისის სასულიერო სემინარია (1897) და ყაზანის სასულიერო აკადემია. 1901 წელს მიანიჭეს კანდიდატის ხარისხი. ს. გორგაძეს დაწერილი აქვს რიგი ნაშრომები საქართველოს ისტორიის შესახებ. მან შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, გამოსცა ქართული ლიტერატურული ძეგლები, აგრეთვე, ქართული მართლწერის წიგნი (1916).
სერგი გორგაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივის დიდი ნაწილი შემოსწირეს ქეთევან და დავით აბესაძეებმა 2006 წელს.
სერგი გორგაძის ფონდი 128 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი