პეტრე უმიკაშვილი (1838-1904)
პეტრე უმიკაშვილი (1838-1904)
ჟურნალისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის I გიმნაზია (1859). ლექციები მოისმინა პეტერბურგის უნივერსიტეტში (1864-1867). 1868-1898 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იმავდროულად თანამშრომლობდა პრესასთან (“დროება”, “კვალი”, “მოამბე”, “ცნობის ფურცელი”). ზრუნავდა სახალხო წიგნების, ქართველ მწერალთა თხზულებებისა და ხალხური სიტყვიერების მასალების გამოცემაზე.
პეტრე უმიკაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
პეტრე უმიკაშვილის ფონდი 42 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი