მელიტონ კელენჯერიძე (1864-1942)
მელიტონ კელენჯერიძე (1864-1942)
სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემია (1894). მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკითხებს. კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. თანამშრომლობდა ჟურნალ `მოამბესთან~ (1893-1894). გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული (1915).
მელიტონ კელენჯერიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1959 წლის 20 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 33).
მელიტონ კელენჯერიძის ფონდი 253 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი