სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი) (1855-1918)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი) (1855-1918)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1917-1918). დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემია. 1883 საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა პედაგოგად გორში, ქუთაისსა და თბილისში. 1896 წლიდან ქვათახევის მონასტრის წინამძღვარია; 1898 წლიდან ალავერდის, 1907 წლიდან კი გორის ეპისკოპოსი. 1901-1915 წლებში იდევნებოდა მეფის რუსეთის სასულიერო მთავრობის მიერ. 1915 წლიდან ვიტებსკის ეპისკოპოსია, 1917 წლიდან კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. იგი ეხმარებოდა ქართველ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში. აქვს მნიშვნელოვანი შრომები საქართველოს ისტორიაში.
კირიონ II-ის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1961 წლის 31 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი # 141).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის ფონდი 1615 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) მიმოწერა;
3) ფოტოები;
4) სხვადასხვა (მათ შორის, მასალები ტარასი კანდელაკის შესახებ).
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი