კონსტანტინე (1852-1922), ვასილ (1857-1912) და სტეფანე (XIX ს. II ნახ.-XX ს. I ნახ.) თუმანიშვილები

გაზეთ “ნოვოე ობოზრენიეს” გამომცემლები. კონსტანტინე, ვასილ და სტეფანე თუმანიშვილების პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1974 წლის 8 აპრილს (შემოსულობათა წიგნი # 421); 1975 წლის 25 დეკემბერს (შემოსულობათა წიგნი # 437).

კონსტანტინე, ვასილ და სტეფანე თუმანიშვილების ფონდი 197 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

 

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი