ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა) (1859-1894)
ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა) (1859-1894)
მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი (1872), სწავლა განაგრძო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც გარიცხეს (1878). 1886 გაემგზავრა საფრანგეთში, ქ. მონპელიეში, მაგრამ მალევე დაბრუნდა სამშობლოში (1887). ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოს (იყო გიორგი გურიელის პირადი მდივანი, ნავსადგურში მტვირთავი, როტშილდის ქარხანაში შავი მუშა და სხვ.). 1892 მისი ხელმძღვანელობით შედგა “მესამე დასის” პირველი არალეგალური თათბირი. 1887 წლიდან წერდა თხზულებებს, რომლებიც ქართულ ჟურნალ-გაზეთებში – “ივერია”, “კვალი”, “მოამბე”, “თეატრი” და სხვ. იბეჭდებოდა.
ეგნატე ნინოშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ეგნატე ნინოშვილის ფონდი 20 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი