დიმიტრი შევარდნაძე (1884-1937)
დიმიტრი შევარდნაძე (1884-1937)
ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში. “ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” ერთ-ერთი დამაარსებელი (1916) და მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელი. საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ეროვნულ სამხატვრო გალერეას (1920). დიდი მუშაობა გასწია ჯერ თბილისის სამხატვრო აკადემიის (1922), ხოლო შემდეგ – საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის (“მეტეხის”) დაარსებისათვის (1933-1937 – დირექტორი). განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX სს-ის ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშებისა და ნიკო ფიროსმანის სურათების გამოვლენა-თავმოყრისა და შესწავლა-პოპულარიზაციის საქმეში.
დიმიტრი შევარდნაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 2000 წლის 12 მაისს (შემოსულობათა წიგნი # 696); 2001 წლის 6 თებერვალს (შემოსულობათა წიგნი # 700).
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი