დერმიშა გოგოლაძე (1924-2002)

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1952), ასპირანტურა (1955). 1956 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს და წამყვან მეცნიერ თამნამშრომლად. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1972). პარალელურად პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა.

1996 წელს დერმიშა გოგოლაძე აირჩიეს თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის რექტორად. აქვს გამოკვლევები კაპიტალიზმის გენეზისზე, საადგილმამულო ურთიერთობებზე გვიანფეოდალურ საქართველოში, წოდებრივ სტრუქტურასა და სათავადოთა სისტემაზე და სხვა.

დერმიშა გოგოლაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი ცენტრს ანდრო და მედეა (ბაია) გოგოლაძეებმა გადასცეს 2008 წლის 15 ივლისს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი