ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეები
პროექტის დასახელება: ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეები
დარგი და მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტორია
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ჯაბა სამუშია
პროექტის შემსრულებლები: ჯაბა სამუშია, ბონდო კუპატაძე, ლერი თავაძე , ალექსანდრე ბოშიშვილი, აკაკი ჩიქობავა, ოქროპირ ჯიქური, მზისა ბუსკივაძე, ლევან სილაგაძე, ნინო სილაგაძე, გიორგი ბაგრატიონი.
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:
პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ქართულ პროვინციებში – ჩრდილში, არტაანში, ერუშეთში, კლარჯეთში, შავშეთში, ტაოში, კოლაში და სხვ. მოეწყო ხუთი სამეცნიერო ექსპედიცია, აღნიშნული პროვინციების ტერიტორიაზე არსებული ქართული ციხე-სიმაგრეები აღიწერა, განხორციელდა ფოტო-ფიქსაცია, აზომვა, გრაფიკული მონახაზების გაკეთება, ყველა ციხე-სიმაგრის არქიტექტურული გეგმის შედგენა და ძეგლების შესაძლო მხატვრული რეკონსტრუქციების შექმნა. პროექტის ფარგლში მომზადდა ციხე-სიმაგრეების შესახებ ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი, ხელოვნებათმცოდნეობითი, ეთნოგრაფიული გამოკვლევები.