გიორგი წერეთელი (1842-1900)
გიორგი წერეთელი (1842-1900)
მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1860), სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მონაწილეობდა “მამებისა” და “`შვილების” ბრძოლაში. 1863 დაბრუნდა საქართველოში. იყო გაზეთ “დროების” პირველი რედაქტორი (1866-1869), “სასოფლო გაზეთის” რედაქტორ-გამომცემელი (1868), ჟურნალ “კრებულის” რედაქტორი (1871-1873). 1873-1877 შვეიცარიასა და გერმანიაში ცხოვრობდა. ნიკო ნიკოლაძესთან ერთად რუსულსა და ქართულ პრესაში ფართო პროპაგანდას ეწეოდა აჭარის შემოერთების თაობაზე. 1878-1882 თანამშრომლობდა გაზეთ “ტიფლისკი ვესტნიკში”, 1893-1900 რედაქტორობდა გაზეთ “კვალს”. მან დიდი ამაგი დასდო ახლად აღორძინებულ ქართულ თეატრს, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” და სხვ.
გიორგი წერეთლის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
გიორგი წერეთლის ფონდი 587 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი