ბიბლიური(ძველი და ახალი აღთქმის) სიუჟეტების იკონოგრაფიული და ლიტერატურული წყაროები ქარული ხელნაწერების მიხედვით
პროექტის დასახელება: ბიბლიური(ძველი და ახალი აღთქმის) სიუჟეტების იკონოგრაფიული და ლიტერატურული წყაროები ქარული ხელნაწერების მიხედვით
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი:ქავთარია ნინო
პროექტის შემსრულებლები: ქავთარია ნინი, დუღაშვილი ეკა, ტატიშვილი ქეთევანი.
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: ქართულ ხელნაწერ კოლექციაში გვხვდება ბიბლიური თემების ამსახველი ლიტერატურული ძეგლები, ძირითადად ჰომილეტიკური და ჰიმნოგრაფიული კრებულები. ცალკეული ძეგლები შესწავლილია ფილოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისითაც და გამოცემულია კიდეც (მზ. შანიძე, ც. ქურციკიძე, ელ. მეტრეველი, ლ. ხევსურიანი, მელიქიშვილი ნინო, ნ. სულავა, ე. ჭელიძე და სხვ.). მიუხედავად ამისა, ეს ხელნაწერები მხოლოდ ბიბლიური სიუჟეტების იკონოგრაფიული და ლიტერატურული ასახვის თვალსაზრისით არ გამოკვლეულა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნების რემინესცენციების კვლევა ქართული ხელნაწერების მიხედვით თანამედროვე ფილოლოგიური და ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით აქტუალურია, რადგან ქართულმა ხელნაწერმა ტრადიციამ შემოინახა ადრეული ქრისტიანული პერიოდის ლიტერატურული ნიმუშები, რომელთა ბერძნული დედნები არ არის შემორჩენილი. ამიტომ ქართული ხელნაწერების მონაცემები ევროპელი მკვლევრების განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. პროექტის ამოცანაა ბიბლიურ სიუჟეტებთან დაკავშირებულმა მასალამ ერთად მოიყაროსთავი და მოხდეს მათი სისტემატიზაცია. საუკუნეთა ჭრილში განხორციელებული კვლევა შეპირისპირებულიიქნება შესაბამის საილუსტრაციო მასალასთან. ყოველივე კი საფუძველს ქმნის გამოკვლევასთან და ელექტრონულ ვერსიასთან ერთად სტამბურად გამოვცეთ ილუსტრირებული-ანოტირებულიალბომი. დასამუშავებელი მასალა შეიძლება დაიყოს შემდედ ეტაპებად: ქრისტოლოგიური ციკლის მომცველი სიუჟეტები და მათი ლიტერატურული მასალა; ღვთისმშობლის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ციკლი; ქართულ ხელნაწერებში ძველი აღთქმის ყველაზე გავრცელებული თემები კვლევის ამ ეტაპზე შესწავლილია ქრისტოლოგიური ციკლის მომცველი სიუჟეტები და მათი ლიტერატურული მასალა