ბიბლიური (ძველი და ახალი აღთქმა) სიუჟეტები ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში: ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები
პროექტის დასახელება: ბიბლიური (ძველი და ახალი აღთქმა) სიუჟეტები ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში: ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ქავთარია ნინო
პროექტის შემსრულებლები: ქავთარია ნინო ,ტატიშვილი ქეთევანი, დუღაშვილი ეკა, თავაძე შორენა.
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 2013 წელს დაიწყო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მოიცავდა 12 საუფლო დღესასწაულებიდან პირველი ოთხი დღესასწაულის (ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება) ლიტერატურული და ხელოვნებათმცოდნეობითი კუთხით შესწავლას. 2014 წელს გაგრძელდა მუშაობა. განხორციელდა მე-9-მე-18 საუკუნეების ქართულ დასურათებულ ხელნაწერებშ ჩართული ახალი აღთქმის, კონკრეტულად კი საუფლო დღესასწაულების იკონოგრაფიული და მხატვრული წყაროების შესწავლა.