„საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერები: მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
პროექტის დასახელება: „საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერები: მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: შალვა გლოველი
პროექტის შემსრულებლები:შალვა გლოველი, მაია კარანაძე, ნესტან ჩხიკვაძე, თამარ ოთხმეზური, დარეჯან გოგაშვილი, გრიგოლ გაგანიძე.
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერების მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას. 2013 წელს (1-6 თვე) განხორციელდა ხელნაწერების მოძიების მიზნით სამეცნიერო მივლინებები აჭარაში და კახეთში. რეგიონებში მოპოვებული თითოეული ერთეულის შესახებ მონაცემით შეივსო აღსაწერი ფორმები და მონაცემები შემუშავებული პარამეტრების მიხედვით შევიდა ელექტრონულ ბაზაში, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სპეციალურ კომპიუტერულ სერვერზე. სულ აჭარაში აღმოჩენილია 34 ხელნაწერი (XVIII-XX ს-ის 30-იანი წლები). კახეთში დაფიქსირებულია 152 ხელნაწერი (XVII-XXს-ის30-იანი წლები). საგრანტო პროექტის მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგია რეგიონალური მუზეუმებისათვის გაწეული დახმარება: ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში დაცული ეგზეგეტიკური კრებული აღმოჩნდა XVIII ს-ის, მაშინ როცა საინვენტარო კატალოგში გატარებული იყო როგორც XIXს-ისხელნაწერი და გატანილი იყო საექსპოზიციოდ. ამავე მუზეუმში დადგინდა კრებულების შედგენილობა. ხელნაწერზე აღმოჩენილი ჭვირნისნების მონაცემთა გათვალისწინებით გადათარიღდა ხელნაწერი. აღნიშნული დაზუსტებები დაფიქსირდა მუზეუმის კატალოგში. ასევე ხელნაწერთა ერთეულები გადათარიღდა და რაობები დაზუსტდა წინანდლისალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და სოფ.ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახ. მუზეუმში. ამავე მუზეუმში ინახება „ვეფხის ტყაოსნის“ ორი ნუსხა, აქედან ერთი XVIII-XIX სს. ფრაგმენტია. ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის მუზეუმში აღმოჩნდა კოლექციები: ზაქარია ჭიჭინაძის, შიო არაგვისპირელის, თედო რაზიკაშვილის, ნიკო დადიანისა და სხვ. საგარეჯოს რაიონის პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში პიეტის ავტოგრაფიული ნიმუშებია დაცული. ყურადღება მიიქცია ლექსმა, რომელსაც მეორე მხარეს ამშვენებს ლადო გუდიაშვილის ნახატი.