„მელიქის სახელო საქართველოში“
პროექტის დასახელება: „მელიქის სახელო საქართველოში“
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ალექსანდრე ბოშიშვილი
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 2012 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ალექსანდრე ბოშიშვილი მონაწილეობდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტში „მელიქის სახელო საქართველოში“ (საგრანტო პროექტი დაიწყო 2012 წლის 12 ნოემბერს და დასრულდება 2013 წლის 12 ნოემბერს). კვლევის ობიექტია მელიქის სახელო საქართველოში, მისი წარმომავლობა და დამკვიდრების საკითხი; მელიქების ეთნიკურ-კონფესიური კუთვნილება; მელიქის, როგორც მოხელის უფლებები და მოვალეობები, მელიქის სახელოს მემკვიდრეობით მატარებელი საგვარეულოების ისტორიები, მათი ადგილი ქართულ ფეოდალურ იერარქიაში. 2012 წელს მოხდა საკითხის ირგვლივ არსებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, ბიბლიოგრაფიის შედგენა.