ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ მოხატული სპარსული ხელნაწერები
პროექტის დასახელება: ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ მოხატული სპარსული ხელნაწერები
დამფინანსებელი ორგანიზაცია: Iran Heritage Founadtion
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ აბულაძე
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: პროექტი გულისხმობს პოემის მოხატული, მინიატურებით შემკული ხელნაწერების ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს და ელექტრონული პროდუქტების მომზადებას (მონაცემთა ბაზა, ვებ-გვერდი). პროექტის ხანგრძლივობა: 2011 – 2012. პროექტის ფარგლებში დამუშავდა სპარსულ ხელნაწერთა შუააზიური ფონდის ხელნაწერი PAc-462, რომელიც, როგორც კვლევამ აჩვენა, წარმოადგენს „შაჰ-ნამეს“ დამეტების „ბარზუ-ნამეს“ ტექსტს (პროზითი ვერსია) და არა „როსტომ-ნამეს“, როგორც ეს აქამდე იყო მიჩნეული. მოხდა 61 მინიატურის იდენტიფიკაცია მინაწერებისა და ტექსტის შესაბამისი ანალიზის საფუძველზე.