პოლონეთში, კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორიისკების ბიბლიოთეკაში დაცული XI-XVIII საუკუნეების 11 ქართული ხელნაწერი წიგნისა და მათი ანდერძ-მინაწერების შესწავლა (ხელნაწერი წიგნების აღწერილობა; ანდერძ-მინაწერების კორპუსი; კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა).
პროექტის დასახელება: პოლონეთში, კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორიისკების ბიბლიოთეკაში დაცული XI-XVIII საუკუნეების 11 ქართული ხელნაწერი წიგნისა და მათი ანდერძ-მინაწერების შესწავლა (ხელნაწერი წიგნების აღწერილობა; ანდერძ-მინაწერების კორპუსი; კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა).
დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტორია, ფილოლოგია, ტექსტოლოგია.
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: თეიმურაზ ჯოჯუა
პროექტის შემსრულებლები: თეიმურაზ ჯოჯუა
გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები: პროექტი გულისხმობს პოლონეთში, კერძოდ, კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორიისკების ბიბლიოთეკაში დაცული XI-XVIII საუკუნეების 11 ქართული ხელნაწერი წიგნისა და მათი ანდერძ-მინაწერების შესწავლას.