ალექსანდრე ეპისკოპოსი (ერისკაცობაში ალექსი ოქროპირიძე) (1824-1907)
ალექსანდრე ეპისკოპოსი (ერისკაცობაში ალექსი ოქროპირიძე) (1824-1907)
საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა გორისა და თბილისის სასულიერო სემინარიები, ყაზანის სასულიერო აკადემია (1850). 1862-1869 იყო აფხაზეთის, 1869-1882 – გორის, 1882-1885 გურიის ეპისკოპოსი, 1886-1898 – ქართლ-კახეთის ქორეპისკოპოსი, 1989-1903 – გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღწვოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. 1903 გადააყენეს თანამდებობიდან. ზრუნავდა ქართული წიგნების ბეჭდვასა და ხალხში გაბნეული ქართული საგალობლების შეგროვებაზე. XIX ს. 90-იან წწ. შეაკეთა: შიომღვიმე, ზედაზენი, ჯვარი, დავითგარეჯი და სხვ. დიდძალი ფული შესწირა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” და საეკლესიო მუზეუმს.
ალექსანდრე ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ალექსანდრე ეპისკოპოსის ფონდი 1867 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი