ცხადდება სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

კორნელი კეკელიძის სახელობის  საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას

შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  • საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური
  • კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა
  • საგამომცემლო სამსახური
  • კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება)

 

საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური ( ვაკანსიების რაოდენობა – 4)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: word, excel, power point, Photoshop (სასურველია).

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

Facebook-ის პლატფორმის ცოდნა

საჭირო თვისებები:

კომუნიკაბელურობა

პასუხისმგებლობა

 

კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა ( ვაკანსიების რაოდენობა – 2)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

Microsoft Windows ოპერაციული სისტემები

სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა

ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა

საჭირო თვისებები:

კომუნიკაბელურობა

 

საგამომცემლო სამსახური ( ვაკანსიების რაოდენობა – 2)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი (ფილოლოგი/ისტორიკოსი)

საჭირო თვისებები:

შრომისმოყვარე

პუნქტუალური

დეტალებზე ორიენტირებული

მოტივირებული

 

კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება) – (ვაკანსიების რაოდენობა – 5)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული

საჭირო თვისებები:

კომუნიკაბელური

შრომისმოყვარე

 

სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.

სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს  ეძლევათ სერთიფიკატი.

სტაჟირების კანდიდატმა  უნდა  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე  განაცხადის ფორმა
  • ავტობიოგრაფია CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • ორი ფოტოსურათი (3×4).
  • სამოტივაციო წერილი

სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

  1. პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და  CV-ს საფუძველზე;
  2. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში . არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.

საბუთების მიღება დაიწყება  7 დეკემბრიდან  და დასრულდება 28 დეკემბერს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთმისამართი: მ. ალექსიძის 1/3

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)

577 977 192-  გვანცა ბოჭორიშვილი სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი

საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება