23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო საღვთისმეტყველო ცენტრის ორგანიზებით იმართება წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია. კონფერენციის ერთ-ერთი მხარდამჭერია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 24 ოქტომბერს 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის III სესია. ასევე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ორიგინალი ქართული ხელნაწერები.